“მე ბათუმში ვარ, თუმცა, როგორც შემატყობინეს, მინარეთი უკვე დაილუქა სოფელ ჭელაში. რამდენადაც ვიცი, იქ არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, დამატებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა მამუკა ვაშაყმაძემ.

 

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით,  მინარეთი სოფელი ჭელადან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და დალუქულ მინარეთს დაცვის პოლიცია დაიცავს, ხოლო სამართალდამცავები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან.

 

მინარეთის დასაწყობება/ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *