“ბატონი ჯემალი გახდა ძალიან ცუდად, ის გადაიყვანეს საავადმყოფოში გულის შეტევით, მდგომარეობა სტაბილურია ამჟამად, მე მოვინახულე ის და თავს კარგად გრძნობს”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

 

ნაკაიძის თქმით, ჯემალ პაქსაძემ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე ინერვიულა და ამის გამო გახდა შეუძლოდ:


მუფთი ჯემალ პაქსაძე

“მთელი ამ ხნის განმავლობაში სტრესი, დამოკიდებულება, დაპირება, რომ უნდა მივიდეს მინარეთი თავის ადგილას და ა.შ. მთელმა ამ მოვლენებმა, მრევლის მღელვარებამ იმოქმედა. რა თქმა უნდა, მუფთი ამას ძალიან სერიოზულად განიცდიდა, რომ ეს საკითხი ასე ცუდად და ვანდალურად მოხდა და, შესაბამისად, მას შეექმნა პრობლემა ჯანმრთელობის”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *