ტრაპიზონში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ტრაპიზონში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet წერს.

გამოცემის თანახმად, აღნიშნული პირები საცხოვრებელ სახლში სახურავიდან შეიჭრნენ და საყოფაცხოვრებო ნივთები  და ძვირფასეულობა მოიპარეს, მათ შორის- 2 ტელევიზორი, თმის 2 საშრომი , ფეხსაცმლის 3 წყვილი, ძვირფასეულობა და ჭურჭელი. თურქულმა პოლიციამ მათი იდენტიფიცირება სახლთან დაფიქსირებული სათვალთვალო კამერებით შეძლო.  


სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.