როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მინარეთს ექსპერტიზას დღის განმავლობაში ჩაუტარებენ და ჭელაში მდებარე მეჩეთთან, შესაძლოა, დღესვე ხელმეორედ დაამონტაჟონ.

 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში ასევე განმარტავენ, რომ ექსპერტის დასკვნას უწყება გაასაჯაროებს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

 

მინარეთის დემონტაჟი შემოსავლების სამსახურმა 27 აგვისტოს მოახდინა, თუმცა როგორც არა უნებართვო მშნებლობის, არამედ სულ სხვა მოტივით. შემოსავლების სამსახური ეჭვობს, რომ, შესაძლოა, მინარეთის თურქეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში საბაჟო პროცედურები დაირღვა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა.  

 

“ნეტგაზეთმა” შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიმართა კითხვებით, როდის დაეჭვდა უწყება, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში, შესაძლოა, რაიმე სახის დარღვევა ყოფილიყო, რადგან მინარეთი საქართველოში ორი თვის წინ შემოიტანეს, თუმცა მისი დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა და მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის ღონისძიებები საბაჟოს იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომელთაც მინარეთის სხვა კოდით ქვეყანაში შემოტანა დაუშვეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ შეკითხვებს სავარაუდოდ დღეს უპასუხებენ.  

 

მეჩეთი სოფელ ჭელში/ნეტგაზეთის ფოტო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *