სკოლა, ბაღები და სხვა ობიექტები, რომლებიც “ყვარელრემმშენმა” გაარემონტა

კომპანია “ყვარელრემმშენი”, რომლის მიერ გარემონტებულ ვარკეთილის მეტროსადგურში დღეს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა,  ოცამდე ტენდერშია გამარჯვებული.  მეტეროსადგურების გარდა   კომპანიამ სკოლისა და რამდენიმე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სამშენებლო სამუშაოები განახორციელა.

აღნიშნული ტენდერები კომპანიამ 2011–2018 წლებში მოიგო:

[checklist]

[/checklist]

დღეს, 30 იანვარს, დილით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა.  ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სადაც ინციდენტი მოხდა,  2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური “ვარკეთილი” დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობს.