2017 წელს რეგისტრირებული დანაშაული 5.4%-ით გაიზარდა

2017 წელს საქართველოში სულ რეგისტრირებულია 37 944 დანაშაული, რაც 2016 წლის მაჩველებელს, როდესაც რეგისტრირებული დანაშაული 35 997 იყო, 5.4%-ით აღემატება. შსს-მ 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკა დღეს, 30 იანვარს გამოაქვეყნა.

2016 წელთან შედარებით შემცირებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც, კერძოდ, 2017 წელს რეგისტრირებული 37 944 დანაშაულიდან გახსნილია 53.2%, 2016 წლის გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია.

შსს-ს ინფორმაციით, ქვეყანაში 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% წარმოადგენს ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებს.

“გასულ წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია ძირითადად არის შემდეგ დანაშაულებზე:

რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენციას, ის ძირითადად არის შემდეგ დანაშაულებზე:

რაც შეეხება ტენდენციებს ცალკეული მუხლების მიხედვით: