ახალი ამბები

გერმანიაში  44 ტონა შოკოლადით დატვირთული 2 სატვირთო გაიტაცეს

29 იანვარი, 2018 • 5415
გერმანიაში  44 ტონა შოკოლადით დატვირთული 2 სატვირთო გაიტაცეს

გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგში, შოკოლადით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა გაიტაცეს. Washington Post წერს, რომ ტრაილერებზე 44 ტონა შოკოლადი იყო განთავსებული, რომლის ღირებულება 400 ათას ევროს შეადგენდა.

შემთხვევა პარასკევს ღამით მოხდა. შოკოლადით დატვირთული ერთ-ერთი ტრაილერი პოლიციამ შაბათს გერმანია-საფრანგეთის საზღვართან ახლოს იპოვა.

Washington Post-ის ინფორმაციით, მძღოლმა გაქცევა მოახრხა. მეორე სატვირთოც ასევე გერმანია-საფრანგეთის საზღვართან ახლოს იპოვეს. მეორე ტრაილერიდან შოკოლადის მესამედია მოპარული, მძღოლმა გაქცევა ამ შემთხვავაშიც მოახერხა.

მომხდარზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი