მეც მრევლთან ერთად ვართ, შეიძლება გავჩერდეთ, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დესტაბილიზაცია სახელმწიფოში და არ დაიწყოს არეულობა რელიგიის ნიადაგზე. ჩვენ რადგანაც გვინდა სტაბილურობის შენარჩუნება, იქედან გამომდინარე, დავიცდით დანისპარაულში, ხელისუფლებამ ეს საკითხი დადებითად რომ გადაჭრას“. 

სოფელ ჭელში დღეს დილით მინარეთი დაანგრიეს, ხოლო მრევლის წარმომადგენლები სცემეს და დააკავეს. მუფტის – ასლან აბაშიძის ინფორმაციით, მრევლი ამ ფაქტის გამო არის აღშფოთებული.

გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით” ჭელის მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 აგვისტოს გამოიტანა, იმ მოტივით, რომ მინარეთი უკანონოდ იყო დაშენებული.  დღეს კი ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მოხდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *