ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, “შპს” ოცნების გაფართოებული საწარმო გახსნა. კომპანიამ, რომელიც მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტირებით იყო დაკავებული, საკუთარი ხისა და ლითონის კარის საწარმო ააშენა და პროდუქციას უშვებს ქართული ბრენდით “მეგადორსი”.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 424 000 ლარია. აგრეთვე , “მეგადორსს” სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5 184 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა.
“საწარმო „მეგადორსი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სარგებლობს როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული კომპონენტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“განახორციელებს, ხოლო საწარმოს ასაშენებლად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 424 000 ლარს შეადგენს.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში
სამინისტროს განცხადების მიხედვით, საწარმოში ამჟამად მუშაობს 42 ადამიანი, სერიულად იწარმოება 100-ზემეტი სახეობის მაღალი ხარისხის ხის და ლითონის კარი, ასევე მიიღება ინდივიდულური შეკვეთებიც, ხოლო მიმდინარე პერიოდისათვის საწარმოს წარმადობა შეადგენს თვეში 2000 კარს.