მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ბუნებრივი რესურსებისა და წიაღის რეფორმას გეგმავს – ამის შესახებ 25 იანვრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

“ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ვიწყებთ მუშაობას სრულიად ახალ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს დაბალანსებულ მიდგომას ჩვენი წიაღის უფრო ეფექტურად გამოყენებისა ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად გათვალისწინება გარემოსდაცვითი ასპექტების, ასევე, ძალიან ბევრი სხვა ასპექტის, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით,  ამ საკითხზე, EBRD-ის დახმარებით, ერთობლივად იმუშავებენ ეკონომიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. 

“შემდეგი ეტაპი იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელოვნად შეცვლა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალ მოთხოვნებს უპასუხოს, მათ შორის, მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით, ოპტიმალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და ჩართოს ეს ბუნებრივი რესურსები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში,”- განაცხადა კვირიკაშვლმა.