დემნა გვასალიამ პარიზში Vetements-ის 2018/19 წლის კოლექცია წარადგინა

პარიზში, მსოფლიოს უძველეს ანტიკვარულ მაღაზიაში Vetements-ის ჩვენება მოეწყო. ბრენდმა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, 2018/19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. The Guardian წერს, რომ  ძმების, დემნა და გურამ გვასალიების მიერ დაფუძნებულმა Vetements-მა  მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა და მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გავლენიან ბრენდად იქცა. Vetements -ის 2018/19 წლის კოლექციაზე, სახელწოდებით “სპილო ოთახში” სტატია Vogue-მაც გამოაქვეყნა. Vogue წერს, რომ 2018 წლის კოლექციაში ყურადღება  გამახვილებული იყო ქსოვილზე და დეტალებზე.

2014 წელს ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა ბრენდი Vetements დააფუძნეს. გვასალიების მიერ დაარსებულმა ბრენდმა საკმაოდ მცირე დროში სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ბრენდს instagram-ზე 2 .5 მლნ. გამომწერი ჰყავს.