ქარიშხლის შედეგად ჩრდილოეთ ევროპის მასშტაბით, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა გერმანიასა და ნიდერლანდებში, სადაც ქარიშხლის სიჩქარე 140 კმ/სთ-ს აღწევდა.
BBC-ის ცნობით, ადამიანები ძირითადად ხეებისა და მოგლეჯილი ფრაგმენტების დაცემის შედეგად დაიღუპნენ. მათ შორის ორი მაშველია, რომლებიც გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.
გერმანიასა და ნიდერლანდებში სტიქიის გამო საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა. არაერთი რეისი გაუქმდა და გადაიდო, ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი კი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია ევროპაში, სახურავის დაზიანების შემდეგ დაიხურა.
ქარიშხლის შედეგად დაზიანებული სახურავის ფრაგმენტები. როტერდამი, ნიდერლანდები. 18.01.18 ფოტო: EPAქარიშხლის შედეგად დაზიანებული ავტომობილი. დორტმუნდი, გერმანია. 18.01.18 ფოტო: EPAქარიშხლის შედეგად დაზიანებული ავტომობილები. დორტმუნდი, გერმანია. 18.01.18 ფოტო: EPAქარიშხლის შედეგად გადაბრუნებული სატვირთოები. კაარსტი, გერმანია. 18.01.18 ფოტო: EPAქალი ცდილობს გადაადგილდეს ქარიშხლის დროს. დრეზდენი, გერმანია. 18.01.18 ფოტო: EPAქალი ცდილობს გადაადგილდეს ქარიშხლის დროს. დრეზდენი, გერმანია. 18.01.18 ფოტო: EPAთოვა გერმანიის ქალაქ დრეზდენში. 18.01.18 ფოტო: EPAშტორმი ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში. 18.01.18 ფოტო: EPAშტორმი ესპანეთის ქალაქ სან სებასტიანში. 18.01.18 ფოტო: EPAგერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედროები ქარიშხლის დროს. დრეზდენი, გერმანია. 18.01.18 ფოტო: EPAრკინიგზის სადგურზე მოქალაქეები დაგვიანებულ რეისებს ელიან. უტრეხტი, ნიდერლანდები. 18.01.18 ფოტო: EPA