“მაგთიკომი” ინტერნეტის ფასის ზრდას დროებით აჩერებს

“მაგთიკომმა” ტარიფების ზრდის პროცესი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. “მაგთიკომს” ინტერნეტის ტარიფები 18 იანვრიდან უნდა გაეძვირებინა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება “საქართველოს ეროვნული კომისიის” წერილის შემდეგ მიიღეს, რომლის მიხედვითაც, კომისიამ ტარიფების გაზრდასთან დაკავშრებით სუბსიდირების საკითხის შესწავლა დაიწყო. კომისია “მაგთიკომს” ტარიფების ცვლილების შეჩერებას 2018 წლის მარტამდე სთხოვს.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ “მაგთიკომის” მიერ მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების ფაქტზე შესწავლა 5 იანვარს დაიწყო. კომისიამ  ” მაგთიკომის მიერ” ტარიფების ზრდის ფაქტი შეაფასა, როგორც “საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს გადაცილებული” და  განმარტა, რომ ტარიფების გაძვირება შესაძლოა “მაგთიკომის” მხრიდან სუბსიდირების განზრახვაზე  მეტყველებდეს.

მაგთიკომი მობილური ინტერნეტის ფასს 18 იანვრიდან მნიშვნელოვნად აძვირებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თუ ამჟამად  500 მბ ინტერნეტი 3 ლარი ღირს, 2018 წლის 18 იანვრიდან მისი ღირებულება 5 ლარი იქნება.