აპრილის შემდეგ ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რიცხვი 8 %-ით გაიზარდა – NDI

უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც NDI-ის დაკვეთით ჩატარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 60%  უჭერს მხარს, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას კი- 29 %.

ეს კვლევა, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა, ასახავს საქართველოს მოსახლეობის განწყობებს 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში.  შედეგების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5 %-ით შემცირდა, ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მხარდამჭერთა რიცხვი კი 8 %-ით გაიზარდა.

საქართველოს მოსახლეობის განწობა ევროკავშირის და ევრაზიული კავშირის მიმართ.

2017 წლის მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევა 7-28 აპრილის განწყობებს ასახავდა. 

2017 წლის აპრილის შედეგები. წყარო: NDI ის კვლევა

2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში კიდევ ერთი კითხვაა ევროკავშირთან დაკავშირებით -“მისაღებია თუ არა საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავსირის წევრი”?, რაზედაც 72 % პასუხობს, რომ მისაღებია:

მონაცემები კვლევის შესახებ: