როგორც დღეს, 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ისინი აპირებენ, რომ ეს საკითხი საკრებულოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დააყენონ და კენჭი უყარონ. საკრებულოს უმრავლესობას სურს, რომ რიყის პარკს სახელი გადაარქვას და ევროპის პარკი დაარქვას:
გარდა ამისა, უმრავლესობის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს, ხოლო ვარდების მოედანს – მერაბ კოსტავასი.
