მეტროსადგურში გოგონას სიკვდილი სიმართლეს არ შეესაბამება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ინტერნეტ გამოცემა “ქიზიყის” გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მეტროსადგურ “სამედიცინო უნივერსიტეტში” 15 წლის გოგონას მატარებელმა გადაუარა. ფეისბუქის გვერდზე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

“13 აგვისტოს, საღამოს საინფორმაციო სააგენტო „ქიზიყის“ მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ, 12:00 საათზე მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტში“ მოხდა უბედური შემთხვევა. რის შედეგადაც გარდაიცვალა 15 წლის გოგონა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოფიციალურად განმარტავს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია თბილისის მეტროში. საინფორმაციო სააგენტოებს კი მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან,”- წერია განცხადებაში.