ქვემო ქართლში ცოლად მოყვანის მიზნით გოგო მოიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში 18 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.