მაჩალიკაშვილის დედა: თუ ცოცხალი ვიქნები, ამას არ შევარჩენ მათ, ვინც დამნაშავეები არიან

პანკისის სპეეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოშიც შეიტანს სარჩელს. თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს, 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

“გამორთეს აპარატიდან და მომიკლეს შვილი. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს [სხვა ქვეყანაში]. ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს იმ გომელაურს და გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. თუ ცოცხალი ვიქნები, ამას სტრასბურგამდე მივიყვან, ამას არ შევარჩენ ამ ქვეყანას, ვინც დამნაშავეები არიან”,- ამბობს მედიკო მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

დღეს, 10 ინვარს საავადმყოფოში თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. იგი 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. მაჩალიკაშვილის ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება, რომელსაც ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპეერტი მაია ნიკოლაიშვილიც ესწრება. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ დაჭრილი უცხოეთის კლინიკაში გადაეყვანათ:

მოვლენების ქრონოლოგია: