პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს,  10 იანვარს, დილით გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილი 19 წლის იყო.

“მკვეთრად გაუარესდა გამთენიისას პარამეტრები, მდგომარეობა. ოთხჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერების ეპიზოდი და რეანიმაცია დასრულდა წარუმატებლად. გარდაიცვალა” – განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანიშვილმა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში.

მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ: