კახეთში შველი მოკლეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კახეთში  შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხევგრძელის ხეობაში მოხდა.

გზდ -ის ცნობით, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი და დანაწევრებული შვლის ხორცი.

დეპარტამენტის ცნობით, ამოღებული მასაალა შეიცავს  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და გაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო  ორგანოს.