თბილისში, მტკვრის სანაპიროზე მოკლული მამაკაცი იპოვეს

თბილისში, მტკვრის პირას გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის არ საუბრობენ.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მამაკაცს ოჯახი ერთ კვირაზე მეტხანს ეძებდა.