მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება უცნობია

თემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად ავსტრიის ერთ-ერთი კლინიკა მზადაა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. მაჩალიკაშვილის ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, კლინიკის შესახებ ინფორმაცია მას თავად დაჭრილის ოჯახმა მიაწოდა. ამას გარდა, ექიმები და ოჯახის წევრები პასუხს სტაბოლის ერთ-ერთი კლინიკიდანაც ელიან.

ლურსმანაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა მცირე დადებითი ტენდენცია იკვეთება.

“გადაყვანასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ველოდებით ინფორმაციებს როგორც სტამბოლის, ისე ავსტრიის კლინიკებიდან. რაც შეეხება რისკებს, რა თქმა უნდა, ასეთი მძიმე პაციენტის ტრანსპორტირება გარკვეულ რისკებს მოიცავს. გუშინ რაც მოგახსენეთ

ინფორმაცია ავსტრიასთან დაკავშირებით მოგვაწოდა ოჯახმა. ოფიციალური დასტური ჯანდაცვის სამინისტროდან ჯერ არ მიგვიღია. ასე რომ, დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია. დადებითი დინამიკის ნიშნები გამოჩნდა დღეს. “, – აღნიშნა მან “რუსთავი2”-თან საუბრისას.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შუბლის არეში დაჭრეს. თავდაპირველად ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობდა, 28 დეკემბერს კი თბილისში, წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოვლენების ქრონოლოგია მოკლედ: