“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება.
“იყო ზეწოლა, ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მით უმეტეს, უნდა გაიმართლოს სასამართლო პროცესი. ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ადგილი ჰქონდა ფსიქოლიგიურ ზეწოლას,”- განაცხადა ქაიხოსროშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა გივი ქაიხოსროშვილის და ვაჟა ნახუცრიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და ორივე პატიმარი 10-10 ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას 15- ათასიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
“ტრაქტორების საქმეზე” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება გრძელდება.