აჭარის პოლიცია 17 წლის გოგონას ეძებს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს” დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ახალშენიდან გუშინ, დილის ათ საათზე სახლიდან გასულ 17 წლის გოგონას ეძებენ, რომელიც ნათესავთან მეზობელ სოფელში წავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი ამ დროისათვის გათიშულია.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას სანათესოც ეძებს.