ავტომობილების ტექდათვალიერებაზე უფასო ცხელი ხაზი ამოქმედდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებასთან ერთად, დღეიდან დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზი – 14 84 ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ცხელი ხაზი 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა, ხაზზე  დარეკვა შესაძლებელია როგორც საერთო სარგებლობის ფიქსირებული, ისე მობილური ქსელებიდან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა უფასოა.

რაც შეეხება პერიოდული ინსპექტირების დაგეგმვას პროცედურას,  ნებისმიერ მსურველს, ავტოსაშუალების ინსპექტირებისთვის ,რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებ. გვედზე , www.pti.ge , შეეძლება.  იმის შემდეგ, რაც მომხმარებელი ვიზიტს დაგეგმავს, ის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმატრფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს. ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის მფლობელს ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

 

2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილების ნაწილი გაივლის, მათ შორის სამგზავრო (8 ადგილს ზემოთ) და სატვრითო (3.5ტ ზემოთ) ავტომობილები. შემდეგი ეტაპზე სავალდებულო დათვარიელებას  სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ასევე დიდი მოცულობის (3.0 და ზემოთ) ძრავების მქონე ავტომობილები გაივლიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკი გაივლის.

მოკლედ: