ობამამ პუტინთან შეხვედრა გადადო

ამასთან, ობამა მონაწილეობას მიიღებს პეტერბურგში 2013 წლის 5-6 სექტემბერს დაგეგმილ G20-ის სამიტში, მაგრამ პუტინს არც იქ შეხვდება.

 

Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობა დღეს აპირებს რუსეთს მიაწოდოს ინფორმაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. ობამასა და პუტინის პირადი საუბარი დაგეგმილი არ არის.

 

სააგენტოს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია არა მხოლოდ სნოუდენთან დაკავშირებული სიტუაციით, არამედ სხვა საკითხებით, რაშიც რუსეთის პოზიცია აშშ-ის უკმაყოფილებას იწვევს. ნაწილობრივ სახელდება ადამიანის უფლებების საკითხი რუსეთში.

ობამა და პუტინი
ობამა და პუტინი