II მსოფლიო ომის დროს ავსტრიის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაცვლილი ქართველი ტყვეების სია
მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრიის მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 72 ქართველი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართველმა სტუდენტებმა, სალომე სალაძემ და მარიკა ბექაურმა მიაკვლიეს. ამჟამად სტუდენტები, რომლებმაც საკონცენტრაციო ბანაკში მემორიალური დაფა გახსნეს, მაუთჰაუზენში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ეძებენ.
“ყველაფერი 2016 წლის მაისში დაიწყო, როცა ავსტრიის ყველაზე დიდ საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში სტუდენტური ექსკურსიის ფარგლებში მოვხვდით. მაშინ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ ამ საკონცენტრაციო ბანაკში მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი ჯარისკაცებიც იყვნენ დატყვევებულნი.
ბანაკის ტერიტორიაზე ათეულობით ქვეყანას, ნაციონალ-სოციალისტურ რეჟიმს შეწირული თავიანთი მოქალაქეების სახელზე, სიმბოლური დაფა აქვს აღმართული. დავინტერესდით, შეგვეძლო თუ არა, იქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელზე ჩვენც აღგვემართა მემორიალური დაფა”, – ამბობენ სტუდენტები.
“მაუთჰაუზენსა და მის მიმდებარე ბანაკებში დაღუპულ ქართველთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე უკვე აღმართულია, მისი ოფიციალური გახსნა იანვრის ბოლოსაა დაგეგმილი; ამავე დღეს წარვადგენთ ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ახალ პროექტს “მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები”.
“ვეძებთ ამ სიაში მოხსენიებული ქართველი ჯარისკაცების შთამომავლებს საქართველოში. გთხოვთ, მათზე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგვეხმიანოთ ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: georgian.students@yahoo.de”.
[red_box]მაუთჰაუზენსა და მის მიმდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში 1938-1945 წლებში რეგისტრირებულ ქართველთა სია[/red_box]
ავთანდილი ნიკოლოზის-ძე კოჩიაშვილი / Aftandil Nikolaewitsch Kotschiaschwili 28.4.1922 in Wakiri – 27.9.1944 in Mauthausen
ავთანდილი ჩავჩიძე / Awtandil Tschawtschidse 25.12.1914 in Zchaltubo – 30.3.1945 in Gusen
აკაკი კალანდაძე / Akakij Kalandadse 15.5.1907 in Chidistawi/ხიდისთავი – 17.3.1945 in Mauthausen
ალექსანდრე ენუქიძე / Alexandr Enukidse 15.3.1919 in Sestafoni/ზესტაფონი – 20.2.1945 in Mauthausen
ალექსანდრე მიხეილის-ძე ხარაეშვილი / Alexandr Michajlowitsch Charaeschwili 4.11.1912 in Litschi – 31.5.1944 in Mauthausen
ალექსანდრე ჯუხაძე / Alexandr Dschuchadse 1908 in Kurdschana – 23.4.1945 in Gusen
ამბროსი კვეტენაძე / Ambrosij Kwetenadse 15.01.1918 – 6.4.1945 in Gusen
ანდრეი არშბა / Andrej Arschba 17.12.1919 in Otschamtschira – 22.4.1945 in Gusen