„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” საპრეზიდენტო კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ქუთაისიდან დაიწყო

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა ბაძგარაძემ განაცხადა, რომ მათი კანდიდატი უალტერნატივოა:

„დღეიდან ოფიციალურად ვიწყებთ საპრეზიდენტო კამპანიას. მთელი საქართველოს მასშტაბით ვიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრას, პირველი რეგიონი კახეთი იქნება. ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამა ითვალისწინებს: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.”

 

დღესვე პარტიის წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

აღნიშნული პარტია საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 2008 წლის დეკემბერში ჩამოაყალიბა. მოგვიანებით ნოღაიდელი პარტიიდან გარიცხეს.