მესტიის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. “ნეტგაზეთი” შსს-ს დაუკავშირდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უწყება ინფორმაციას აზუსტებს.