მან გაიმეორა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მიერ შექმნილი კლიშე – საბჭოთა ბელადის “განსაკუთრებულობის” შესახებ: „სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა… ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ასე ვფიქრობ“.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, როგორც ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლასა და საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებაზე მუშაობს, ასეთი განცხადება მიუღებლად მიაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო:
თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დიდ ავტორიტეტს, საბჭოთა დიქტატორის განმადიდებელი მითების დამკვიდრება განსაკუთრებით არასასურველია ბოლო დროს სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საქართველოში საბჭოთა პერიოდის ისტორიის ფუნდამენტური შესწავლისა და ანალიზის მნიშვნელობას.
მოვუწოდებთ მეცნიერებს, პოლიტიკურ წრეებს, მედიას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, გამოიკვლიონ და გაიაზრონ საბჭოთა პერიოდის სისტემური დანაშაული და ამით პატივი სცენ სტალინური სისტემის მსხვერპლთა ხსოვნას.