წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის ავტორი კობა დავითაშვილია, ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის დაწესებული სანქციების გაორმაგებას ითვალისწინებს. 

 

“პირველი ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე 9 ათასლარიანი ჯარიმა ჩამოვიდა 6 ათას ლარზე, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 12 ათასი ლარი იქნება. ის ნივთიერებები და წამლები, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე და ნარკოლოგიიურ მდგომარეობას აუარესებენ, ეს მედიკამენტები შევიდა პირველ ჯგუფში. მეორე ჯგუფში თავს იყრის ის წამლები, რომელთა ურეცეპტოდ გაცემა დაუშვებელია, თუმცა ეს ნორმა ძალაში შევა 2014 წლის 1 იანვრიდან, რათა საზოგადოების ინფორმირება მოხდეს. ურეცეპტოდ გაყიდვაზე პირველ ჯერზე 500-ლარიანი ჯარიმა იქნება, ხოლო მეორეზე – 1000 ლარი,” – ამბობს კობა დავითაშვილი.

 

გარდა ამისა, დავითაშვილის თქმით, აიკრძალება არასრულწლოვანისთვის რეცეპტით გასაცემი წამლების მიყიდვა:

 

“ასევე, აიკრძალება არასრუწლოვანებისთვის მიყიდვა იმ მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტით გაიცემა და რომელიც პირველ ჯგუფს არის მიკუთვნებული.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *