თბილისში, დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დაცვის პოლიციის ავტოსადგომზე მოხდა.

შსს-ს დაჭრილი თანამშრომელს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს, უწყების ცნობით, ამ დროისთვის  საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.