“ჩვენ გვქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, გვქონდა შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და მთავარი რაც არის, დაიძრა საკითხი ჩვენი ლტოლვილების, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, თავიანთ სახლებში, ვფიქრობ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი”, – განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ილია მეორემ.


ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, რომელიც, ასევე, იმყოფებოდა რუსეთში, აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პრეზუდენტისგან მიიღო დაპირება, რომ ჩაერთვება ლტოლვილების აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების საკითხში. მისივე თქმით, საუბარია იმაზეც, რომ ქართული სამღვდელოება შევიდეს აფხაზეთსა და ცხინვალში და რომ პირველ რიგში, ეს განხორციელდება კოდორის ხეობასა და გალის რაიონში.

ილია მეორე და რუსეთის პატრიარქი კირილი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *