აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ზაალ თოდუა გარიცხული იქნა პარტიიდან, ლაშა გოგიამ გაფრთხილება მიიღო, გაიოზ მონიავამ – წერილობითი გაფრთხილება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ყოველთვის შეურიგებელი და სამართლიანი პოზიცია ექნება მსგავს ფაქტებთან მიმართებაში. გასულ წლებში და განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ძალადობის, ზეწოლის, უსამართლობის ობიექტი, თუმცა როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც მმართველი კოალიციის წევრ პარტიას, გვეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტია აფრთხილებს მის ყველა წევრს და მხარდამჭერს, თავი შეიკავონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კვლავაც მიიღებს უმკაცრეს დისციპლინარულ ზომებს”, – ნათქვამია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
20 ივლისს, ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის დროს, პარალელური აქცია გაიმართა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დაპირისპირებას.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ პარტია გაემიჯნა აღნიშნულ ინციდენტს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ან აგრესიული ქმედება პოლიტიკურ პროცესებში მიუღებელია.
