შსს: თბილისში ავტოავარიის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა

დღეს, 17 დეკემბერს, თბილისში, ავტოავარიაში მძღოლი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაზარალებულა და მძღოლი ავტომობილში მარტო იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამაინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.