ამის შესახებ მაჭავარიანმა “ნეტგაზეთთან” საუბარში საზოგადოების ერთი ნაწილის იმ მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც თბილისში მუსიკოსის შემოქმედებასთან დაკავშირებული სიმბოლურ კომპოზიციის დადგმას ეხება:

 

“რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. ირაკლი ყველანაირად იმსახურებს ამას. მე პირადად თანახმა ვარ და ძალიან მოხარული ვარ ამის გამო”, – აცხადებს იგი.

 

მაჭავარიანის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ იგი საკრებულოს იმ კომისიის თავმჯდომარედ, რომელსაც თბილისში მსგავსი საკითხების გადაწყვეტა ეხება, მხოლოდ დღეს დაინიშნა,  ჯერ არ იცის, აქვს თუ არა ვინმეს საკრებულოში შეტანილი განცხადება ირაკლი ჩარკვიანთან დაკავშირებით.

 

“მე ახლა დავიწყებ მუშაობას და ვნახავ. თუ არ არის [შესაბამისი განცხადება], მე ამ საკითხს გავიტან ბოლომდე და აუცილებლად ვიქნები ლობისტი ამ თემის ირგვლივ”, – ამბობს იგი.

 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი თბილისში ჩარკვიანის შემოქმედებასთან დაკავშირებული სკულპტურის დადგმას ითხოვს, საუბარია მუსიკოსის ბიუსტზე, ან ქაღალდის ნავზე, რომელიც მის შემომქედებას უკავშირდება.

 

ნათელა მაჭავარიანი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *