ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, რაღაც პუნქტები დასაზუსტებელია:
“კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ ძალიან ბევრი პრეპარატი იყიდება აფთიაქებში ექიმის რეცეპტის გარეშე. ნარკოტიკული ნივთიერების ურეცეპტოდ გაცემაზე არის 3 ათასი ლარი, ხოლო მეორე ჯგუფის პრეპარატებზე სერთოდ არ არსებობს სანქცია. ვფიქრობ, უნდა გამკაცრდეს საჯარიმო სანქციები. წარმოდგენილ კანონპროექტში. საუბარია 9 ათას ლარზე, ეს უკვე მეორედ მოსმენის საკითხია, მე ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებულია ციფრობრივი მაჩვენებელი.”
დავითაშვილის თქმით, კანონპროექტი ახალგაზრდების სიცოცხლის დასაცავადაა საჭირო:
“აფთიაქები ისეთ ნივთიერებებს, რომლისგანაც ნარკოტიკი მზადდება, ურეცეპტოდ გასცემენ. ამისათვის ისინი მხოლოდ 5 000 ლარით ჯარიმდებიან. მე ვარ მომხრე, რომ დაისაჯოს აფთიაქი. პირველ შემთხვევაში ჯარიმა 9 000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 18 000 ლარამდე უნდა იყოს. მოუწევს საზოგადოებას იმ დისკომფორტის ატანა, რაც ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო.”
