48 საათიანი ჰაკათონი ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის დასრულდა

დასრულდა 48 საათიანი ჰაკათონი Garage48 “Gemification&Entertainment”, სადაც პროგრამისტებმა, დიზაინერებმა,მარკეტერებმა, მეწარმეებმა და პროექტ-მენეჯერებმა განავითარეს კრეატიულ იდეები და შექმნეს სამუშაოპროტოტიპები. ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მონაწილემ, რომლებმაც ორი დღის განმავლობაშიინტენსიურად იმუშავეს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მენტორებთან ერთად.

უცხოელი და ქართველი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა:

[checklist]

 აუდიტორიის რჩეული გახდა Proffesion Detector – ვებ-გვერდი, რომელიც  ახალგაზრდებს უადვილებს პროფესიის შერჩევას. ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდის სტატუსი მოიპოვააპლიკაციამ Ladybug, რომელიც  ადამიანებს ეხმარება დაკარგული ნივთების მოძიებაში. ყველაზედიდი გლობალური პოტენციალის მქონე იდეა კი Challen.ge გახდა – ვებ-გვერდი,რომელიცადამიანებს  ხვადასხვა სირთულის გადალახვაში ეხმარება. ასევე, გამოვლინდნენ ყველაზეგიჟური იდეის ავტორი პროექტი  – Maika, ხოლო საუკეთესო პრეზენტაციისთვის გუნდი Elysiumდაჯილდოვდა.

პირველი ადგილის მფლობელებს  თიბისი ბანკისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ 2000 ლარის ოდენობით,ხოლო მეორე ადგილს ერთთვიანი წევრობა Impact Hub Tbilisi-ში.

ჰაკათონის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის იმის სწავლება,თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვაქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა დაშეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი.

Garage48-ის ადგილობრივი პარტნიორები არიან Impact Hub Tbilisi და თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი.