საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2014 წლის თებერვლამდე სააღსრულებო პროცედურები შეჩერდება იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის და/ან იპოთეკის ხელშეკრულებიდან, მათ შორის, სესხის და/ან იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუქციონზე ქონების შეძენით.

 

“ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. დღეს ამ ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზეც განვიხილვათ და ხვალ პარლამენტის სხდომაზე მოვისმენთ. თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს, გამოსახლების პროცესი შეჩერდება.”

 

კითხვაზე, თუ რა მიზანს ემსახურება მორატორიუმის გამოცხადება, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე პასუხობს:

 

“ბაზა უნდა გაკეთდეს, ყველა ადამიანის აღრიცხვა უნდა მოხდეს, მიზეზები გაირკვეს და შემდგომი კანონპროექტების მომზადებაც ამ ბაზაზე უნდა მოხდეს, იმიტომ, რომ მე მაქვს ერთჯერადი შემთხვევები, როცა ვიღაც თაღლითები მუშაობენ იმაზე, რომ ხალხი გამოასახლონ. თუ ეს სქემები გაიშიფრება, შეიძლება რაღაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დავხვეწოთ მაგ კუთხით, როდესაც კონკრეტული სამოქალაქო უფლებები სცილდება იმ ფარგლებს, რა ფარგლებშიც უნდა იყოს. იპოთეკა ხომ ყიდვა-გაყიდვა არ არის და როდესაც ადამიანი 3-თვიან იპოთეკას გიფორმებს და მერე გართმევს ქონებას, ეს ხომ არაფერში არ წერია?!”

 

თუ პარლამენტი  კანონს მხარს დაუჭერს, იპოთეკარებისგან დაზარალებულების გამოსახლება 2014 წლის 1 თებერვლამდე შეჩერდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *