კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ცხინვალის მხარემ დააკავა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მცხოვრები ერთი ადამიანი დააკავეს. იგი ცხინვალშია გადაყვანილი.
კირბალის მცხოვრებლებმა “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ დაკავებული ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.
სუს-ის ცნობითვე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.