სად შეიზღუდა ავტომობილით გადაადგილება უამინდობის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.