“ვფიქრობ, ყველა კითხვის ნიშანი, შეიძლებოდა თუ არ შეიძლებოდა შემდგარიყო დებატი, ხომ არ იქნებოდა ეს ხელოვნური, როგორ მოვახერხებდით ერთმანეთთან პაექრობაში განხსვავებული პოზიციის დაფიქსირებას, ვფიქრობ, რომ ამ ხუთი ტურის შემდეგ ყველა ეს კითხვის ნიშანი მოიხსნა და თითოეული ადამიანი, ვინც უსმენს ამ პრაიმერს და დებატებს, დარწმუნდება, რამდენად განსხვავებული ხედვა აქვთ კანდიდატებს. ამიტომ დღეს უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პრაიმერი შედგა, ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი არა მხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთლიანი საზოგადოებისთვის, რომელსაც დღეს ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს, ეს, რაც დღეს აქ ხდება, არ არის მხოლოდ თქვენთვის ანგარიშის ჩაბარება, ეს არის ჩვენი მხრიდან ანგარიშის ჩაბარება ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორ ვხედავთ დღევანდელ დღეს და რას ვაპირებთ მომავალში, ამიტომ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს და კონკურენტებსაც, მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანსაც და იმედი მაქვს, რომ ერთად ვიქნებით წარმატებული და ჩვენი წარმატება იქნება წარმატებული ქვეყანა; ქვეყანა, სადაც იქნება გამთლიანებული საზოგადოება, ქვეყანა, რომელიც გააგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას და საბოლოოდ იპოვნის თავის ადგილს ევროპაში”– განაცხადა ბაქრაძემ.

 

დღევანდელი პრაიმერი აქციის ფონზე წარიმართა, რის შედეგადაც პოლიციამ ორი მონაწილე დააკავა. თუმცა სასამართლომ დაკავებულები გაათავისუფლა. მთელი დღის განმავლობაში პერიმეტრზე მობილიზებული იყო პოლიცია.  

 

პრაიმერის შემაჯამებელი დებატი თბილისში გაიმართება.  შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი იმართება. მასში პარტიის ოთხი წევრი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილი ივლისის ბოლოს გახდება. 

 

 
 
 
 
 
 
 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *