“რაც მოხდა მეტად სამწუხაროა. ჩვენ ვემიჯნებით მომხდარს, ამ ძალადობას და საერთოდ ყოველგვარ ძალადობას. ქართული ოცნება 1 ოქტომბერს იმიტომ მოვიდა ხალხის გადაწვყეტილებით, რომ დამთავრებულიყო საქართველოში ძალადობის ეპოქა და შეცვლილიყო იგი დემოკრატიულობით. ეს არის ჩვენი ერთადერთი მიზანი. თუკი ვინმემ დააშავა, იქნება ის ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ პარტიის წევრი, ის პასუხს აგებს. პოლიციამ, უკვე მერამდენედ, აჩვენა ძალიან მაღალი სტანდარტი , თუ როგორ უნდა დაიცვა მოქალაქეები. ჩვენი პარტიის მხრიდან არ ყოფილა მსგავსი დავალება. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას. თუ ვინმეს აზრად მოუვიდა ასეთი სიმახინჯის ჩადენა, ეს იქნება გამოძიებული, როგორც შსს-ს მინისტრმა განაცხადა. მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს, ვინაა ხელისუფლებაში და ვინაა ოპოზიციაში, კანონი ყველასთვის ერთნაირი იქნება. რთულია მოსთხოვო სამართალდამცავებს, რომ შესძლოს დაოკება ემოციისა, იმ ხალხისა, რომელიც წლების განმავლობაში ითმენდა ტერორსა და ძალადობას. სამართალდამცავებმა დღეს მაქსიმუმი გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც. საარჩევნო და საერთოდ, პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჯანსაღად და დემოკრატიულად უნდა წარიმართოს. ამის გარანტი ხელისუფლება და ხალხია, მაგრამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს არცერთი პოლიტიკური ძალა”– განაცხადა მან. 


შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 ივლისს, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის’ პრაიმერი დაპირისპირების ფონზე გაიმართა. შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. მათი მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზებიც ისმოდა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის 12 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა, რომლებიც სასამართლომ 100–100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ  გაათავისუფლა. 


დღეს, 21 ივლისს, ზუგდიდში მოხდართან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებს. მისივე განცხადბით, დღეს დაგეგმილ პრაიმერზეც, რომელიც  ბათუმში უნდა ჩატარდეს, ზუგდიდში განხორციელებული ქმედებების განმეორებას გეგმავენ ის ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ ოპოზიციას ავიწროვებენ. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *