ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით პირდაპირი ფრენები 14 ივნისიდან დაიწყება

ავიაკომპანია Flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია “Flydubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი- დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს. თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც “Flydubai” იფრენს.