ბესელია სააკაშვილზე: შემდგომი სამართლებრივი პროცედურები ორმხრივი თანამშრომლობით მოხდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა შემდგომი სამართლებრიივ პროცედურა საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხირივ თანამშრომლობით მოხდება:

“მოთხოვნა აქამდეც იყო გაგზავნილი ექსტრადირების თაობაზე და ამ თემაზე გაკეთებული აქვს უკვე როგორც იუსტიციის მინისტრს, ასევე მთავარ პროკურატურას, შესაბამისი განცხადებები და განამრტებებიც. ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს საქართველოში წინასწარი პატიმრობა შეფარდებული სასამართლოს მიერ, გაცემულია დაპატიმრების ბრძანება და ასევე ძებნის პროცედურები დაწყებული იყო და ეს პროცედურებიც გავლილია. ექსტრადირებაზეც თავის დროზე იყო მოთხოვნა. ასე რომ, ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა მოხდება ორმხრივი თანამშრომლობით” – ამბობს ბესელია. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს, 5 დეკემბერს დააკავეს.