მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “UNIAN” იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სპეცრაზმმა სააკაშვილი მისი საცხოვებელი სახლის სახურავიდან ჩამოიყვანა და ავტომობილში ჩასვა, თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მანქანის ბლოკირების პროცესი დაიწყეს, რის გამოც მანქანამ ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.

ამჟამად, 13:30 სათისთვის, ავტომობილი, რომელიშიც სააკაშვილი იმყოფება, პოლიციის განყოფილებამდე მისვლას კვლავ ვერ ახერხებს. ტერიტორიაზე სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება.

გენერალური პროკურატურა და უკრაინის უშიშროების სამსახური დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ შენობაში, სადაც ცხოვრობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართავდა.