მიხეილ სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი კიევში მხარდამჭერებს კორპუსის სახურავიდან მიმართავს. ბინაში, რომელშიც სააკაშვილი ცხოვრობს, დილიდან სპეცრაზმი შევიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილი სახურავზე ავიდა.

საცხოვრებელ კორპუსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებლი. ისინი ამბობენ, რომ სააკაშვილის დაკავებაში სპეცრაზმს ხელს შეუშლიან.