დედაზე ძალადობის ბრალდებით შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთში 38 წლის მ.ა. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა,  ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

“ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. დაკავებული ჩადენილს აღიარებს”, – აცხადებს შსს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).