ადვოკატი: არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებული საგამოძიებო ორგანოს ჩაბარდება

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ 1 დეკემბერს თბილისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებული უახლოეს წუთებში ჩაბარდება საგამოძიებო ორგანოს.

“ძებნაში მყოფ გ.ჯ-ს ოჯახი აპირებს, რომ უახლოეს წუთებში უზრუმნველყონ ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება”, – აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, მან ოჯახს შესაბამისი კონსულტაცია უკვე გაუწია.

“ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბრალდებულის ოჯახის მხრიდან!” – წერს ადვოკატი ფეისბუკში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად, 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე ამ დრომდე იძებნება. დღეს მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია.