ბაღდათის ყოფილი გამგებელი ირაკლი გეგეშიძე გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის ყოფილი გამგებელი ირაკლი გეგეშიძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს – როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, პოლიცია გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ირაკლი გეგეშეიძე სახელმწიფოს თანხების გაფლანგვის ბრალდებით სუს-მა 2016 წელს დააკავა.

მოგვიანებით ის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გირაოს (230 000 ლარი) სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მისი ავდოკატი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ეს სასამართლო საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ დასრულებული არ არის.